ახალი ამბები
სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის 40 გრადუსამდე აწევასა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

ამასთან, 6 – 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

"ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი კი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას", - აღნიშნავენ სააგენტოში.
Print