ახალი ამბები
ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც პეპლის დახატვისთვის სასამართლოში უჩივლეს, გაამართლეს
სამოქალაქო აქტივისტი, როსტომ ზარანდია, რომელსაც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის უჩივლა, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა. საუბარია პეპლის გამოსახულებაზე, რომელიც ზარანდიამ ანაკლიის საფეხმავლო ხიდის ბოძზე დახატა. 

"მოსამართლემ მომისმინა, ვილაპარაკე სხვა მოხატვებზეც, იმსჯელა და შეწყდესო საქმის წარმოება დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. თვითონ ამახინჯებენ იერსახეს ჩემი ნახატების გადაღებვით. რეალურად, მე ვფიქრობ, რომ პოლიციას სურდა ჩემი დაჯარიმება კომენდანტის საათის დარღვევისთვის, რაც არ გამოუვიდათ, ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი დაჯარიმება "იერსახის დამახინჯებისთვის", მაგრამ ფურცელ ფურცელ მოგვიანებით გადაეწერა მერიას. მჯერა, რომ ზედამხედველობის სამსახურს რეალურად პრეტენზია არ ჰქონდა, ეს გამოიწვია ბიუროკრატიამ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მერიას არ სურდა ეს", - აღნიშნა როსტომ ზარანდიამ.

როსტომ ზარანდია ბოლო რამდენიმე წელია ქუჩის მხატვრობითაა დაკავებული. ის ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე აქტუალურ თემატიკაზე საპროტესტო სტენსილებსა და გრაფიტის ხატავს. სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ ამ გზით, ის საზოგადოებამდე სათქმელის მიტანას უკეთ ახერხებს.
Print