ახალი ამბები
სამეგრელო - ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 281 პირი დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთი 281 დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 635 პირი, ხოლო
48 გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 363 შემთხვევა, აჭარა - 905, იმერეთი - 564, ქვემო ქართლი - 262, შიდა ქართლი - 285, გურია - 124, , კახეთი - 340, მცხეთა-მთიანეთი -134, სამცხე-ჯავახეთი - 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832 საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან,
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი. 36 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

3 238 ადამიანი მოთავსებულია საკარანტინე სივრცეებში.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 461 198-ს.

Print