ახალი ამბები
ხელოვნური ვენტილაციის აპარატების ავარიული გათიშვის გამო გუდაუთის კოვიდკლინიკაში 1 პაციენტი გარდაიცვალა
გუდაუთის კოვიდ კლინიკაში რეანიმაციული განყოფილების ორ პალატაში ელექტროენერგია ძაბვის მკვეთრი მატების გამო გაითიშა, რის გამოც Covid-19-ით დაავადებული 1 პაციენტი გარდაიცვალა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ედუარდ ბუთბამ ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ ექიმებმა აპარატზე მყოფი პაციენტების დასახმარებლად რეანიმაციული ზომების მიღება დაუყოვნებლივ დაიწყეს, თუმცა, ერთის პაციენტის, 1957 დაბადებული მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.

ბუთბას ცნობით, მომხდარის მიზეზებს სამართალდამცავები იკვლევენ.

სოხუმმა ბოლო - დღე ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 104 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა.












Print