ახალი ამბები
კურორტ მენჯის ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე მეორედ გაიტანეს - ფასი განახევრებულია
სენაკის სოფელ მენჯში მდებარე ბალნეოლოგიური სანატორიუმის ყოფილი შენობა და 180 500 კვ/მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ” აუქციონზე ისევ გაიტანა. მისი საწყისი ფასი ამჯერად გაცილებით ნაკლები - 1 752 500 ლარია და ის უპირობოა.
აუქციონი 4 აგვისტოს გამოცხადდა, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ბიჯი არ დაფიქსირებულა. ვაჭრობა 18 აგვისტოს დასრულდება.


სააგენტოს უძრავი ქონების გაყიდვა მიმდინარე წლის აპრილშიც სურდა, თუმცა აუქციონი არ შედგა. მაშინ მისი ფასი 3 505 000 ლარი იყო, აუქციონი კი პირობიანი იყო. ინვესტორს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 წლის ვადაში არანაკლებ 100 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინა.

ქონება სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყიდება.
Print