ახალი ამბები
დღეიდან ტრანსპორტზე, კვების ობიექტებსა და შეკრებებზე დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება
დღეს, 14 აგვისტოს 4 სექტმბრამდე ამოქმედდება, 12 აგვისტოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული, შეზღუდვები. 3 კვირის ვადით შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტაზე შეზღუდვა არ შეეხო რიგ ქალაქებს, მათ შორის ფოთს.

იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;

შეიზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების აღსაკვეთად შრომის ინსპექციას ახალი უფლებამოსილება მიენიჭა. კერძოდ, აქამდე მოქმედი რეგულაციით, ინსპექციას ჯარიმის გამოწერის უფლება ქელეხის, ქორწილის, იუბილისა და სხვა სახის შეკრების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში თუ ჰქონდა, ახალი დადგენილება მას აძლევს შესაძლებლობას, რეაგირება დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ღონისძიების გამართვამდე მოახდინოს. რეაგირება კი გულისხმობს ობიექტის ან მასობრივი ღონისძიებებისთვის საჭირო ნივთების (მაგალითად, აუდიოაპარატურა) დალუქვას. 

აღნიშნულს "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება ითვალისწინებს

კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს სპეციალური ტრანსპორტის მომსახურებას, რომელიც მათ ამცრელ პუნქტებამდე მიიყვანს.



Print