ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან, 161 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 436 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა, აჭარა - 538, იმერეთი - 319, ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 80, გურია - 77, კახეთი - 297, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141, საიდანაც 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 421 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი. 41 692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში კი 47 500 ადამიანი იმყოფება.

Print