ახალი ამბები
კორონავირუსით სამეგრელოში მცხოვრები 4 ადამიანი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 97 პირი.

გარდაცვლილებიდან, ერთი 82 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრი იყო და რუხის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. ამავე საავადმყოფოში იყო მოთავსებული წალენჯიხელი 70 წლის მამაკაცი, რომელიც ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. ის კატასტროფის ბრიგადას თბილსის კლინიკაში გადაყავდა.

თერჯოლის კოვიდცენტრში 60 წლის ქალი გარდაიცვალა. ის აბაშიდან იყო. სენაკში მცხოვრები 70 წლის ქალი, კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

Print