ახალი ამბები
სამეგრელო რეგიონებს შორის აივ ინფექციის გავრცელების მხრივ კვლავ პირველ ადგილზეა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8980 აივ ინფიცირებული პირი. 6709 – მამაკაცია, 2271 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 441 პაციენტს განუვითარდა, 1862 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის, აივ მკურნალობას იტარებს 5629 (აქედან 631 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვია (აქედან 10 აფხაზი ბავშვი).

ამასთან, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3367 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1212; იმერეთში 1079; აჭარაში 1023; კახეთში (449) ქვემო ქართლში (515); შიდა ქართლში (337); გურიაში (190); სამცხე-ჯავახეთში (122) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 120 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 48 - გოგონა. 30 გარდაიცვალა, 3 გავიდა ქვეყნიდან.

Print