რეგიონი
რუსმა სპელეოლოგებმა და აფხაზმა მაშველებმა სპელეოტურისტის ცხედარი ამოიყვანეს (ვიდეო)
რუსმა სპელეოლოგებმა აფხაზ მაშველებთან ერთად, 1100 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს სპელეოტურისტის ცხედარი, რომელიც ექვს თვეზე მეტ ხანს ეკიდა სპეციალურ აღჭურვილობაზე.

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ცხედარი გაგრის პროზექტურაშია გადასვენებული.

ოპერაცია არბაიკას მთიან მასივში, ვერიოვკინის მღვიმეში ჩატარდა.
Print