ახალი ამბები
ზუგდიდიდან თავშესაფარში კიდევ 115 ძაღლს გადაიყვანენ
ზუგდიდის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად დამატებით 14 950 ლარი გამოყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ წლის ბოლომდე 115 ძაღლის სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა პროცედურები უნდა უზრუნველყოს. მანამდე მსგავსი მომსახურებისთვის 21 240 ლარი მერიამ შპს "ვექტრას" გადაუხადა, რომელმაც ქალაქიდან ოზურგეთის თავშესაფარში 180 ძაღლი გადაიყვანა.

ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს. თავშესაფრის პროექტის მომზადება კი შპს "კოლოსმა", დაახლოებით, ერთი წლის წინ დაასრულა. მისი ღირებულება 155 000 ლარი იყო.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდიდან 180 ძაღლს ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანენ

მიუსაფარი ძაღლების ზუგდიდიდან თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადეს

მგფ: ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მშენებლობა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება

მგფ ზუგდიდში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე: მიმდინარეობს დონორების მოძიება

ზუგდიდში ცხოველთა თავშესაფარი 250 ძაღლზე იქნება გათვლილი




Print