ახალი ამბები
ფოთის მერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, გიგი უგულავა იქნება
ფოთში მერობისთვის, დიდი ალბათობით, გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, უგულავა გამოცდილი პოლიტიკოსია და ის ვერ იქნება გულხელდაკრეფილი იმ პროცესში, სადაც წყდება სახელმწიფოს ბედი.

„უმაღლესი ალბათობით, გიგი იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, გიგი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ბევრი რამ ნახა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, მისი ენერგიისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, ვერ იქნება გულხელდაკრეფილი იმ პროცესში, სადაც წყდება სახელმწიფოს ბედი“,- აღნიშნავს მელია.

ინფორმაციისთვის, ენმ-დან ზუგდიდის მერობისთვის ექიმი და ამავე პარტიის ლიდერის მამა, ანზორ მელია იბრძოლებს.

Print