ახალი ამბები
აბაშაში, მდინარე რიონში 9 წლის ბიჭს მეორე დღეა ეძებენ
აბაშაში, სოფელ გულეიკარის ტერიტორიაზე, მდინარეში მოზარდის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. 9 წლის ბიჭი რიონში გუშინ, თანატოლებთან ერთად ჩავიდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვერ შეძლო. რამდენიმე ბავშვის ამოყვანა მეთევზეებმა მოახერხეს.

სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან და მყვინთავებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა. ადგილობროვები შესაბამისი სამსახურების დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ და დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვენ.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელბამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
Print