ახალი ამბები
ჩხოროწყუში 24 წლის მამაკაცი მოკლეს
ჩხოროწყუს სოფელ ჭოღას მკვიდრი 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის საკუთარ სახლში გადაასვენეს. საავადმყოფოდან უკვე გაეწერა მეორე დაშავებული. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


Print