ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსის 139 და გარდაცვალების 4 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 510 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 99 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 26 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 18, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 15, გაგრის კლინიკაში – 25, მათგან 11 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 10. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 57 პაციენტი იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 24709 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 370, გამოჯანმრთელდა 20 450 მოქალაქე.

Print