ახალი ამბები
"მაზაკვალი მოღალატე" - ღარიბაშვილი გახარიაზე
​ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ. უფრო მეტიც, გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე, - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერი მინისტრმა, რომელიც რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენაზე იმყოფება. 

"მიზანმიმართულად ის და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ, ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი. რაც სრული სიცრუეა. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის. ამის შემდეგ, მეორე ვერსია გაავრცელა, რომ თითქოს, შესაძლო კოალიციაში, პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას. კაცი, რომელიც ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში ლახვარს ჩაარტყამს კრიზისულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით, თავად ანგრევს ნდობას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეგრულში სიტყვა "მაზაკვალი" მზაკვარს ნიშნავს.
Print