ახალი ამბები
"ქართულმა ოცნებამ" სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილსა და ჩხოროწყუში მერობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა
"ქართული ოცნების" ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი წარადგინეს. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებისთვის წალენჯიხაში გოგა გულორდავა, სენაკში ვახტანგ გადელია, მარტვილში თორნიკე ჯანაშია, ჩხოროწყუში კი დავით გოგუა იბრძოლებს. 

"კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს და ჩვენს მოსახლეობას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პასუხისმგებლობით მართა და მართავს ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა კანდიდატების წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი შეფასებით, მმართველმა გუნდმა ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა მოუტანა.

გუშინ "ქართულმა ოცნებამ" დადიანების სასახლეთა ეზოში, ზუგდიდში მერობის კანდიდატად მამუკა წოწერია ოფიციალურად წარადგინა. მასთან ერთად შეკრებილებს ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გააცნეს. მანამდე პარტიის ლიდერები მესტიაში იმყოფებოდნენ, სადაც მერობის კანდიდატად კაპიტონ ჟორჟოლიანი დასახელდა. 


Print