ახალი ამბები
"ჩერნომორენერგო": აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია - ღამის საათებში მარაოსებრი გრაფიკი მოქმედებს
ტყვარჩელში მაღალი ძაბვის ხაზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო 30 აგვისტოს ელექტროენერგიაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა 05:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს, იუწყება კომპანია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახური.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 28 ივნისიდან ელექტროენერგია ღამის საათებში მოსახლეობას შეზღუდვებით მიეწოდება. დაწესებულია ე.წ. მარაოსებრი გრაფიკი, რომლის თანახმადაც, "აფხაზეთის ცენტრალური ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, 01:00 - დან 03:00 საათამდე, დასავლეთს - 03:00 -დან 05:00 საათამდე, ხოლო აღმოსავლეთს - 05:00 - დან 07:00 - მდე". ჩერნომორენერგოს" თანახმად, გათიშვები, ხორციელდება ტურისტული სეზონის გათვალისწინებით.

ამავე ინფორმაციით, 29 აგვისტოს, ტყვარჩელის ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო, "აფხაზეთის რამდენიმე რაიონი და სოხუმის ნაწილი, ელექტრეოენერგიის გარეშე დარჩა. ელექტრომემარაგება სრულად აღდგა 45 წუთში", - აცხადებენ კომპანიაში.



Print