ახალი ამბები
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვტილებები მიიღო“, - აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრამდე იყო აკრძალული.

Print