ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 279 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 886 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან სამეგრელო - ზემო სვანეთში 279 დაფიქსირდა.

ქვეყნის მასშტაბით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 103 პირი, ხოლო 74 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა, აჭარა - 445, იმერეთი - 487, ქვემო ქართლი - 280, შიდა ქართლი - 223, გურია - 97, კახეთი - 369, მცხეთა-მთიანეთი - 84, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 672, საიდანაც 7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 44 596 მოქალაქე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 553 697-ს.

Print