ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარადგინა
"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დაასახელა. თამარ ბელქანია მან ოფიციალურად სოფელ ფახულანში წარადგინა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფელი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში უნდა იყოს.

"აქ მცხოვრები თითოეული ადამიანი არის ის, ვინც პირველად გადაკვეთს ამ გამყოფ ხაზს. ეს არის განსაკუთრებული ადგილი თითოეული ქართველისთვის და სამწუხაროა, რომ აქ მაცხოვრებელი ადამიანები ვერ გრძნობენ იმ დახმარებას და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან, რომელიც უნდა იგრძნობოდეს ყოველდღიურად. ეს სოფლები უნდა გამოირჩეოდნენ ეკონომიკურად ყველაზე ძლიერად. ამ მიზანს რომ მივაღწიოთ საჭიროა განათლება, საჭიროა ჩვენი შვილების გვერდში დგომა, საჭიროა კონკრეტული რეფორმები, საჭიროა "ოცნების" მთავრობის გასტუმრება, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა კატასტროფულ სიღატაკემდე. 2 ოქტომბერს ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ეს შევცვალოთ", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დღესვე მან ზუგდიდში, ქალაქის მეორე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თენგიზ ქოჩუა, ხოლო ჭითაწყარი, ცაიშისა და ურთის კანდიდატად სოფო შამუგია წარადგინა.
Print