ახალი ამბები
განმუხურში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმუხურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე  1966 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს - 1954 წელს დაბადებულ ვ.ვ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. '',- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცახადებაში. 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print