ახალი ამბები
გიორგი გახარიამ სამეგრელოსა და მესტიაში მერობის კანდიდატები წარადგინა
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სამეგრელოსა და მესტიაში მერობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდის მერობისთვის პარტიის სახელით ყოფილი მერი გეგა შენგელია იბრძოლებს.

"საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით გეგას ძალიან კარგად იცნობენ მშობლიურ ზუგდიდში, როგორც ღირსეულ, პატიოსან, კეთილსინდისიერ ადამიანს. ადამიანს, რომელსაც არასოდეს არ შეშლია, რა არის ღირსება, რა არის ზუგდიდელობა და რას ნიშნავს, ემსახურო შენს ქალაქს, შენს კუთხეს და შენს ქვეყანას", - აღნიშნა გახარიამ გეგა შენგელიას წარდგენისას.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:

აბაშა - ავთანდილ ბოკუჩავა;

სენაკი - გიორგი სიჭინავა;

მარტვილი - ლაშა ლეკიშვილი;

ხობი - ბადრი ჯობავა;

წალენჯიხა - ხვიჩა მებონია;

ჩხოროწყუ - შენგელი ჯიქია;

ფოთი - გიორგი აბსარიძე;

მესტია - მალხაზ უდესიანი;


Print