ახალი ამბები
გიორგი გახარიამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი - გეგა შენგელიაა, პროპორციული სია კი ასე გამოიყურება:

გიგა ფარულავა

მალხაზ თორია

ბელა მოსია

იასონ შეროზია

ნათია სახოკია

სალომე ხუბუა

ელიზბარ ხვიჩია

გურამ ბაძაღუა

ციცინო სოსიაშვილი

შალვა ჩაგინავა

გიორგი გერგედავა

ნიკოლოზ სარუა


​"როდესაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვეძებდით ზუგდიდის მერობის კანდიდატს, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ვნახეთ და გეგა იყო საუკეთესო თანხვედრა კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმის - ადამიანი, რომელსაც ჰქონდა სერიოზული გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის. მაგრამ, რაც მთავარია - მე მას მადლობა უნდა ვუთხრა იმ 2 წლისთვის, რომელიც ჩვენ ერთად ვიშრომეთ - ზუგდიდისთვის და ზუგდიდელებისთვის და უამრავი ერთობლივი პროექტი გავაკეთეთ, რომელიც დღეს სახეზეა და რომლითაც დღეს ზუგდიდელები სარგებლობენ. და ამას არ ვიბრალებ მარტო ჩვენ თავზე, როგორც ზოგიერთები ამას აკეთებენ - ჩვენ ეს ყველამ ერთად ერთად, გუნდურად გავაკეთეთ და აქ გეგას როლი იყო აბსოლუტურად განმსაზღვრელი და მთავარი. გეგა არის ღირსეული ზუგდიდელი კაცი, რომელსაც ზუგდიდში პატივსაც სცემენ, იცნობენ კიდევაც და იციან რას ნიშნავს მისი სიტყვა, მისი გაკეთებული საქმის ფასი და რას ნიშნავს მისი ჩამორთმეული ხელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, წალენჯიხაში მერობის კანდიდატად ხვიჩა მებონია დასახელდა, სენაკის მერობის კანდიდატია გიორგი სიჭინავა, აბაშაში ავთანდილ ბოკუჩავა, მარტვილში ლაშა ლეკიშვილი, ფოთში გიორგი აბსარიძე, ხობში ბადრი ჯობავა, ჩხოროწყუში კი შენგელი ჯიქია. 






Print