ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთში 94 დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 905 პირი, ხოლო 61 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 867 პირი ემსხვერპლა.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 175, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 46, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 94, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 391 საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი. 29 083 მოქალაქე მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 565 957-ს.

Print