ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საკრებულოს პროპორციული სია
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი ქალაქის ყოფილი მერი ირაკლი გოგოხიაა. სიაში არიან მოქმედი საკრებულოს წევრები  და ასევე რამდენიმე ახალი სახე. გარდა ამისა, ათეულშია ყოფილი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეოზია, რომლის დროსაც ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ამავე საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოეხსნა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების „ქართული ოცნების“ ზუგდიდის პროპორციული სია ასე გამოიყურება:

1. ირაკლი გოგოხია
2. ბესიკ ჭეჟია
3. ნანა ხუფაცარია
4. კონსტანტინე უბერი
5. ოთარ ქადარია
6. ნატალია შეროზია
7. ირაკლი ლაგვილავა
8. ბეჟანი შანავა
9. ეკატერინე კიფაია
10. სანდრო სორდია
11. ნიკოლოზ ფიფია
12. თამუნა ჯიქია
13. ირაკლი ბაღათურია
14. გიორგი კორტავა
15. ირუზა კაკავა
16. მერაბ დანელია

ინფორმაციისთვის, მმართველი პარტიიდან ქალაქის მერობისთვის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე მამუკა წოწერია იბრძვის.

Print