ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 168 დაფიქსირდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 996 პირი, ხოლო 50 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 651, აჭარა - 201, იმერეთი - 288, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 150, გურია - 82, კახეთი - 161, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 36 310, საიდანაც 6 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი. 27 392 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 567 922-ს.

Print