ახალი ამბები
ვაქცინირებულებისთვის ლატარიის გათამაშება იწყება
ვაქცინირებული პირებისთვის 13 სექტემბრიდან წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ლატარიის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე იქნება დაფუძნებული. ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის.

გათამაშებები ჩატარდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად.

Print