ახალი ამბები
ჩხოროწყუში ჯუმბერ იზორია „ქართული ოცნების“ სიის მეორე ნომერია
ცესკოს მონაცემებით, ჩხოროწყუს საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ნომერი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი და ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი ჯუმბერ იზორიაა. მუნიციპალიტეტში მის ეკონომიკური ინტერესებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რამდენიმე ანგარიში აქვს გამოქვეყნებული.

ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, იზორიას ოჯახის წევრები ფლობენ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევენ მერიას. ამასთან, ა(ა)იპ-ებმა ჯუმბერ იზორიას ძმისგან საწვავი და ტრანსპორტის მომსახურება 17-ჯერ შეისყიდეს.

ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ სია ასე გამოიყურება:


1. კობა ჯიქია;
2. ჯუმბერი იზორია;
3. ხათუნა მიქავა;
4. გულნაზი ბაძაღუა;
5. ზურაბ ნარსია;
6. იაგო დარსალია;
7. გერონტი მამფორია;
8. ლევან სოსელია;
9. ხათუნა კვარაცხელია;
10. რამაზი კოხია;
11. ზვიადი დარსალია;
12. ციალა გადელია;
13. შოთა თოდუა;
14. ნანა გაბუნია;
15 ვარლამ შონია;
16. კახაბერ ყალიჩავა;
17. მერაბ ქარჩავა;
18. მაია გერსამია;
19. ლაშა გამსახურდია;
20. თემური ჯიქია;
21. დიანა საჯაია;
22. ნუგზარ მარკოზია;
23. ნინო პერტაია;
24. გიგა ჯალაღონია.

Print