ახალი ამბები
სოხუმი: მოსწავლეებში კორონავირუსის შემთხვევებმა მცირედით იკლო
აფხაზეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ლუდმილა სკორიკმა კორონავირუსული ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბის სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრს აცნობა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფექციის შემთხვევებმა იკლო. მისი თქმით, საგანმანათლებლო პროცესის დაწყებიდან სკოლის მოსწავლეებში ინფექციის გავრცელება მინიმალური იყო. წერს „აფსადგილ“ ინფო. აფხაზეთში კოვიდ-19-ის შემთხვევებმა სკოლის დაწყების შემდეგ იმატა.

”მუდმივად ვუკავშირდებით რაიონულ განათლების განყოფილებებს და ასევე ჩვენ თვითონ ვამოწმებთ, თუ როგორ იცავენ სანიტარული წესებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,” - აღნიშნა მან სხდომაზე.

ამასთან, ეპიდემიოლოგმა სკოლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ მოსწავლეებს ტემპერატურას არ უმოწმებენ და ხელებსაც არ უმუშავებენ.

”გადაწყდა სკოლებში სანიტარული კუთხეების მოხსნა, რადგან ბავშვები იკრიბებოდნენ იქ. ახლა ტემპერატურა იზომება საკლასო ოთახებში, ” - ამბობს ის.

ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის იგორ ჯოპუას ინფორმაციით, ინფექციის შემთხვევები  შემცირდა ბავშვებშიც. მისივე თქმით, ზაფხულის პერიოდში საავადმყოფოში დღეში 130 -მდე ბავშვი შეჰყავდათ.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთში ახალი სასწავლო წელი 1 სექტემბერს დაიწყო.
Print