რეგიონი
ხობის რამდენიმე სოფელში სტიქიამ პრობლემები შექმნა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლები ზუბში და ახალ ხიბულაში ძლიერმა ქარმა და წვიმამ დააზიანა სახლები და სავარგულები. როგორც რადიო ,,ათინათს’’ მუნიციპალიტეტის მერის მოდგილემ მახარე ჩოკორაიამ უთხრა სტიქიამ პრობლემები შექმნა სოფლებში ახალი ხიბულა, გაშფერდი და ზუბი.

,,ქარბორბალამ გადაუარა ახალი ხიბულის სოფლებს, ერთი სახლი დაზიანდა, ხე დაეცა სატვირთო მანქანას. მას შემდეგ რაც ქარი ჩადგა, წაქცეული ხეებისგან გზები და ეზოები გავასუფთავეთ, წვიმამ უკვე გადაიღო ’’, - თქვა მახარე ჩოკორაიამ.

ამ დროისთვის აღნიშნულ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია

Print