ახალი ამბები
მეგის ქარდავას საქმის მოსამართლე უკრაინაში გარდაცვლილი იპოვეს
კიევის ოლქში პეჩერსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვიტალი პისანეცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

პისანეცმა ორი დღის წინ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე განიხილა და საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. საქმეს გამოძიების სახელმწიფო ბიურო იძიებს.

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ მორიგი პროცესი ხვალ, 13 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ინფორმაციისთვის, მეგის ქარდავა 2017 წლის პირველ ნოემბერს უკრაინაში დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა და მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

Print