ახალი ამბები
ხობის პოლიციის უფროსის მძღოლი კონტრაბანდული სიგარეტის საქმეზე დააკავეს
ფინანსურმა პოლიციამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავა, მათ შორის, ხობის პოლიციის უფროსის მძღოლი. უწყების ინფირმაციით, ამოღებული კონტრაბანდული სიგარეტის საერთო ღირებულება 13 649 ლარია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს სპეციალისტი დააკავეს",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
Print