ახალი ამბები
ენმ-მ ზუგდიდის პროკურატურაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ განცხადება შეიტანა
„ნაციონალური მოძრაობის“  სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ანა წითლიძე, მმართველი პარტიის მხრიდან, მათი კანდიდატის დაშინებაზე საუბრობს და საქმის აღძვრას ითხოვს. მან შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საოლქო პროკურატურას. წითლიძის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები მიაწოდა.

„პროკურატურას ჩვენგან უკვე აქვს საკმარისი მტკიცებულება და ველი ადეკვატურ რეაგირებას. ჩადენილი ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ შენობაშიც, პროკურორებს უნდა ესმოდეთ, თუ ისინი ამ საქმეზე ობიექტურ გამოძიებას არ ჩაატარებენ, შეიცვლება ხელისუფლება და თვითონაც აუცილებლად მოეკითხებათ ამ დანაშაულის დაფარვაზე“, - აღნიშნა წითლიძემ.

საუბარია რევაზ გვილიაზე, რომელიც ირწმუნება, რომ მას „ქართული ოცნების“ წევრებმა სოციალურ ქსელში ენმ-ის წინააღმდეგ პოსტის გამოქვეყნება და სანაცვლოდ დასაქმება შესთავაზეს. 


Print