ახალი ამბები
კურორტ მენჯის ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე მეოთხედაც ვერ გაიყიდა
სენაკის სოფელ მენჯში მდებარე ბალნეოლოგიური სანატორიუმის ყოფილი შენობა და 180 500 კვ/მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე მეოთხედ გაიტანეს, ამჯერადაც ვერ გაიყიდა. მისი საწყისი ფასი 1 752 500 ლარი იყო, აუქციონი კი უპირობო.

ქონება გასაყიდად პირველად მარტ-აპრილში, ხოლო მეორედ აპრილ-მაისში გაიტანს,  მისი საწყისი ფასი 3 505 000 ლარი იყო. ინვესტორს კი ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი წლის ვადაში არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა.  

შემდგომ, მესამე და მეოთხე მცდელობაზე სახელმწიფო ქონების ფასი განახევრებული და უპირობო იყო.

ქონება სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყიდება.

​ ​
Print