რეგიონი
ადვოკატი ვაროუდობს რომ, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება დაახლოებით ორ კვირაში მოხდება
უკრაინის საამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს ბრძანება საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ.
ქარდავას ადვოკატის მაქსიმ სიჩენკოს თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურია და პროცედურა ხელოვნურად დაჩქარდა.

"ჩვენდა სამწუხაროდ ეს ბოლო ინსტანცია იყო. ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის. მისი ექსტრადირება დაახლოებით 15 დღეში მოხდება'', - განაცხადა სიჩენკომ.

სასამართლო პროცესი 13 სექტემბერს გაიმართა.

ინფორმაციისთვის, მეგის ქარდავა 5-წლიანი ძებნის შემდეგ უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა და მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.



Print