რეგიონი
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა
ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილსა და სასულიერო პირებს შორის ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ეპარქიის მღვდელმსახურები მეუფეს გავრცელებული ჩანაწერების გამო დაუპირისპირდნენ, რომელშიც ისიც ფიგურირებს. თავის მხრივ, მეუფე დაპირისპირებულ სასულიერო პირებს კრიმინალები უწოდა.

სიტყვიერი დაპირისპირება სალხინოს ამბროსი ხელაიას სკოლასთან მოხდა. როგორც ეპარქიის მღვდელმსახურები ამბობენ, მეუფესთან მათ კითხვებუ აქვთ სწორედ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მათუვე თქმით, მეუფეს ჭყონდიდის ეპარქიაში ყოფნის მორალურო უფლება არ აქვს. რაც შეეხება მეუფე სტეფანეს, ჩვენი ინფორმაციით, ის ჟურნალისტებს კითხვებს მოგვიიანებით უპასუხებს.
Print