რეგიონი
საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო
დღეიდან საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეპიდსიტუაციის ბოლოდროინდელი გაუარესების გამო, სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს გამოაცხადა. ამასთანავე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით დღეიდან სწავლა არ დაწყებულა მხოლოდ პირველკლასელებისთვის. მათივე განმარტებით პირველი სასკოლო გამოცდილება ბუნებრივ გარემოში, კლასებში უნდა მიიღონ, ამიტომ, 4 ოქტომბერს სწავლას დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები.

ინფორმაციისთვის, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად მიმდინარეობდა 2019-2020 წლებში. დასწრებული სწავლება ეტაპობრივად აღდგა 2020 წლის ოქტომბრიდან.


Print