რეგიონი
სამეგრელოს კოვიდცენტრებში 434 პაციენტიდან 46-ის მდგომარეობა მძიმეა
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ 8 კოვიდცენტრში სულ 434 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს. მძიმეა რუხის საავადმყოფოს 42, ფოთის "ბომონდის" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტის მდგომარეობა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან რეგიონში კიდევ 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების 251 ახალი შემთხვევა.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 24 კოვიდინფიცირებული მოქალაქე. 



Print