რეგიონი
სამტრედიაში ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ტაქსს შეეჯახა. დაღუპულია ტაქსის მძღოლი და დედა - შვილი. სამივე გარდაცვლილი სენაკის მკვიდრია.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
Print