ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სექტემბერი - მიმდინარე ეპიდვითარება, ვაქცინაციის ტემპები და საკურორტო სეზონი აფხაზეთში

სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება, - ასე აფასებენ აფხაზეთში არსებულ ეპიდვითარებას მედიკოსები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ ცენტრებში

მიმართვიანობამ შედარებით იკლო, თუმცა, ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად შენელდა ვაქცინაციის ტემპიც. მოქალაქეები არ ჩქარობენ რუსული "სპუტნიკ ლაითით" აცრას.

 

"ჩვენ ახლა პრაქტიკულად 3 ათასამდე დოზა ვაქცინა გვაქვს, თუმცა, დღეში მხოლოდ 30 ადამიანი იცრება, როდესაც მანამდე, 200-250 მოდიოდა", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუთბა.

მისივე თქმით, აფხაზეთმა რუსეთს უკვე მიმართა განაცხადით, 100 ათასი დოზა სხვადასხვა ვაქცინის მისაღებად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინების ტრანსპორტირების საკითხზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებზე დატვირთვა შემცირდა, გუდაუთის კოვიდ ჰოსპიტალში საკმაოდ რთული ვითარებაა. მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლის ანჟელინა ოტირბას თქმით, პრობლემას სამედიცინო ბრიგადების ფორმირება წარმოადგენს, რადგან მათ არ ჰყავთ მუდმივი პერსონალი და არ აქვთ რეგულარული დაფინანსება, რაც იწვევს ადმინისტრაციულ სირთულეებს. ეს კი, თავის მხრივ, შემდგომში პაციენტებზეც აისახება. "არ გამოგვდის მუდმივი ბრიგადების შექმნა, იქნება ეს ექიმები, სანიტრები, თუ ექთნები, რომლებიც ივლიდნენ, ერთი და იგივე შემადგენლობით, მათი აღრიცხვაც, თავის დროზე ხელფასს მაინც მიიღებდა ეს ხალხი", - ამბობს მედიკოსი.

ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, ამ ეტაპზე, რესპუბლიკაში შეუფერხებლად შემოაქვთ ძვირადღირებული პრეპარატები, რომლებიც მკაცრად დანიშნულების მიხედვით გამოიყენება. "აი, ახლა მივიღეთ 50 კოლოფი არტლეგია და დაუყოვნებლივ დავიწყეთ გაცემა, იმ მომენტიდან, როგორც კი მივიღეთ, ვიცით, ვის და რომელი მანქანით უნდა მივაწოდოთ, ჩვენ იმ პაციენტების გვარებიც ვიცით სათითაოდ, ვინც უნდა მიიღოს მედიკამენტი", - თქვა ბუთბამ.  

მიუხედავად ყველაფრისა, აფხაზეთში საკურორტო სეზონი გრძელდება. ქალაქში პირბადეს, მეტწილად, ადგილობრივი მცხოვრებლები ატარებენ. ტურისტები რეგულაციებს ნაკლებად იცავენ. "ჩვენ კრასნოდარის მხარიდან ჩამოვედით აფხაზეთში დასასვენებლად, კოვიდი გადავიტანეთ და თამამად წამოვედით, ბევრი ადგილობრივი პირბადით დადის, ჩვენ კი პირბადის გარეშე", - ამბობს გალინა სტანიცა დინსკაიადან.   

ჩამოსულთაგან ბევრმა აფხაზეთი სწორედ მკაცრი კონტროლის არარსებობის გამო აირჩია. თუმცა, როგორც სანქტ - პეტერბურგელი ანატოლი სტარცევი ყვება, ის სათანადოდ მოემზადა. გამომგზავრებამდე აიცრა კიდეც და QR-კოდიც მიიღო. "რუსეთიდან რაც ჩამოვედი აფხაზეთში, განსაკუთრებული შეზღუდვები კარანტინთან დაკავშირებით, არ შემიმჩნევია, კაფე-რესტორნებში თავისუფალი დაშვებაა, პლაჟზეც, თუმცა, რუსეთში ჩვენ გვაიძულეს ავცრილიყავით და QR კოდიც მიგვეღო, რომელსაც აქ არავინ ითხოვს", - ამბობს რუსი ტურისტი.  

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 85-120 და გარდაცვალების 1-2 შემთხვევა ფიქსირდება. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 26 375 შემთხვევა აღირიცხა, გარდაცვლილია 395, გამოჯანმრთელებული კი 21 807 ადამიანი. 


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
29 / მარტი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.