ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სექტემბერი - მიმდინარე ეპიდვითარება, ვაქცინაციის ტემპები და საკურორტო სეზონი აფხაზეთში

სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება, - ასე აფასებენ აფხაზეთში არსებულ ეპიდვითარებას მედიკოსები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ ცენტრებში

მიმართვიანობამ შედარებით იკლო, თუმცა, ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად შენელდა ვაქცინაციის ტემპიც. მოქალაქეები არ ჩქარობენ რუსული "სპუტნიკ ლაითით" აცრას.

 

1059fm · ედუარდ ბუთბა
"ჩვენ ახლა პრაქტიკულად 3 ათასამდე დოზა ვაქცინა გვაქვს, თუმცა, დღეში მხოლოდ 30 ადამიანი იცრება, როდესაც მანამდე, 200-250 მოდიოდა", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუთბა.

მისივე თქმით, აფხაზეთმა რუსეთს უკვე მიმართა განაცხადით, 100 ათასი დოზა სხვადასხვა ვაქცინის მისაღებად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინების ტრანსპორტირების საკითხზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებზე დატვირთვა შემცირდა, გუდაუთის კოვიდ ჰოსპიტალში საკმაოდ რთული ვითარებაა. მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლის ანჟელინა ოტირბას თქმით, პრობლემას სამედიცინო ბრიგადების ფორმირება წარმოადგენს, რადგან მათ არ ჰყავთ მუდმივი პერსონალი და არ აქვთ რეგულარული დაფინანსება, რაც იწვევს ადმინისტრაციულ სირთულეებს. ეს კი, თავის მხრივ, შემდგომში პაციენტებზეც აისახება.
1059fm · ანჟელინა ოტირბა
"არ გამოგვდის მუდმივი ბრიგადების შექმნა, იქნება ეს ექიმები, სანიტრები, თუ ექთნები, რომლებიც ივლიდნენ, ერთი და იგივე შემადგენლობით, მათი აღრიცხვაც, თავის დროზე ხელფასს მაინც მიიღებდა ეს ხალხი", - ამბობს მედიკოსი.

ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, ამ ეტაპზე, რესპუბლიკაში შეუფერხებლად შემოაქვთ ძვირადღირებული პრეპარატები, რომლებიც მკაცრად დანიშნულების მიხედვით გამოიყენება.
1059fm · დე ფაქტო მინისტრი მედიკამენტებზე
"აი, ახლა მივიღეთ 50 კოლოფი არტლეგია და დაუყოვნებლივ დავიწყეთ გაცემა, იმ მომენტიდან, როგორც კი მივიღეთ, ვიცით, ვის და რომელი მანქანით უნდა მივაწოდოთ, ჩვენ იმ პაციენტების გვარებიც ვიცით სათითაოდ, ვინც უნდა მიიღოს მედიკამენტი", - თქვა ბუთბამ.  

მიუხედავად ყველაფრისა, აფხაზეთში საკურორტო სეზონი გრძელდება. ქალაქში პირბადეს, მეტწილად, ადგილობრივი მცხოვრებლები ატარებენ. ტურისტები რეგულაციებს ნაკლებად იცავენ.
1059fm · ტურისტი ქალი
"ჩვენ კრასნოდარის მხარიდან ჩამოვედით აფხაზეთში დასასვენებლად, კოვიდი გადავიტანეთ და თამამად წამოვედით, ბევრი ადგილობრივი პირბადით დადის, ჩვენ კი პირბადის გარეშე", - ამბობს გალინა სტანიცა დინსკაიადან.   

ჩამოსულთაგან ბევრმა აფხაზეთი სწორედ მკაცრი კონტროლის არარსებობის გამო აირჩია. თუმცა, როგორც სანქტ - პეტერბურგელი ანატოლი სტარცევი ყვება, ის სათანადოდ მოემზადა. გამომგზავრებამდე აიცრა კიდეც და QR-კოდიც მიიღო.
1059fm · ტურისტი ქალი
"რუსეთიდან რაც ჩამოვედი აფხაზეთში, განსაკუთრებული შეზღუდვები კარანტინთან დაკავშირებით, არ შემიმჩნევია, კაფე-რესტორნებში თავისუფალი დაშვებაა, პლაჟზეც, თუმცა, რუსეთში ჩვენ გვაიძულეს ავცრილიყავით და QR კოდიც მიგვეღო, რომელსაც აქ არავინ ითხოვს", - ამბობს რუსი ტურისტი.  

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 85-120 და გარდაცვალების 1-2 შემთხვევა ფიქსირდება. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 26 375 შემთხვევა აღირიცხა, გარდაცვლილია 395, გამოჯანმრთელებული კი 21 807 ადამიანი. 


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

 

Print