რეგიონი
გაერო-მ უკრაინას მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადაცემა აუკრძალა
გაერო-ს გადაწყვეტილებით, უკრაინას საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ქართული მხარისთვის გადაცემა აეკრძალა. ინფორმაციას  ქარდავას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი ადასტურებს.

„მის მიმართ პოლიტიკური დევნა თვალსაჩინოა.ალბათ, სწორედ ეს დაინახა გაერო-მ და ამიტომ შეაჩერა ეს პროცედურა, რომელიც სრულიად უკანონოდ მიმდინარეობდა“, - ამბობს ადვოკატი.

მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ძალაშია გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში და 3 თვის შემდგომ უნდა გაგრძელდეს პროცედურები. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ქარდავას საქმე შესაძლოა გაერომაც შეისწავლოს და რეკომენდაციები გასცეს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმებოდა.


Print