რეგიონი
ძალადობაში ბრალდებულ ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა
ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, თორნიკე იზორიას სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ფოთის საქალაქო სასამართლოზე დარყდნობით ადასტურებს.

პოლიციის მაღალჩინოსანი ბრალდებულია ძალადობის ფაქტზე. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თანამდებობა არ დაუტოვებია.

,,არ არის გამატყუნებელი განაჩენი ჩემს მიმართ გამოსული, არც დამიტოვებია თანამდებობა, ვაგრძელებ მუშაობას. ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ არანაირი გავლენა არ გამაჩნია, ვარ სამსახურში, ვასრულებ ჩემს მოვალეობებს, როგორც წესი და რიგია, ჩემი გავლენები არსად, არსდროს არ გამომიყენებია, მამაჩემს თავისი ცხოვრება აქვს, მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი ოჯახი გამაჩნია’’, - აღნიშნა თორნიკე იზორიამ ,,ტვ პირველისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში.

დაზარალებული ქალის ადვოკატის ინფორმაციით, იზორია საკუთარ ბიზნეს-პარტნიორზე ძალადობდა და მათ შორის დავა ბიზნეს წილებს უკავშირდება.
.
ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს ბრალი 126-ე, ძალადობის და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - მუქარის მუხლით ედება.

Print