ახალი ამბები
მეუფე სტეფანემ მასთან კონფლიქტში მყოფი სასულიერო პირები ეკლესიიდან განკვეთა
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა. შესაბამისი ბრძანება მან დღეს საკვირაო წირვის შემდეგ გააჟღერა. როგორც მან განმარტა, დღეიდან ისინი სასულიერო პირებად არ იწოდებიან და ეკრძალებათ საეკლესიო სამოსის ტარება. გარდა ამისა, მათ დღის ბოლომდე უნდა დატოვონ ეპარქიის ეკლესია-მონასტრები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეუფე სტეფანე საერო პირებს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მიმართავს.

​აღნიშნული მღვდელ-მონაზვნები ის ადამიანები არიან, რომლებთანაც ჭყონდიდის მიტროპოლიტს თვეების განმავლობაში ჰქონდა უთანხმოება. ბოლოს ეპარქიის მღვდელმსახურები მღვდელმთავარს გავრცელებული ჩანაწერების გამო დაუპირისპირდნენ, რომელშიც ისიც ფიგურირებს. მათი თქმით, მეუფეს ეპარქიაში ყოფნის მორალური უფლება არ აქვს. თავის მხრივ, სტეფანე კალაიჯიშვილმა მათ კრიმინალები უწოდა.

ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც წმინდა სინოდმა ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილი ახალ მღვდელმთავარს უნდობლობას და პროტესტს უცხადებს.


ამავე თემაზე: 

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა კიდევ ერთი მღვდელი განკვეთა

მიტროპოლიტმა სტეფანემ არქიმანდრიტი ათენოგენი მღვდლობიდან განკვეთა, 3 სასულიერო პირს კი მღვდელმსახურება აუკრძალა

„დებილი დედაკაცი“, „რომელი ქურდი შენ ხარ“ - ჭყონდიდის მიტროპოლიტი მონასტრის წინამძღვარს (ვიდეო)
Print