რეგიონი
რუხის კლინიკაში 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. 54 წლის მამაკაცი ზუგდიდიდანაა. ამავე ცნობით,  რეგიონის 9 კოვიდკლინიკაში 448 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს, მათგან მძიმე მდომარეობაშია COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი.

დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 22 კოვიდინფიცირებული მოქალაქე. 

Print