რეგიონი
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე რამდენიმე საათით შეზღუდვა დაწესდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 სექტემბერს, 10:30 საათიდან 17:30 საათამდე სენაკი-ფოთი (ასაქცევი) - სარფის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

უწყების განმარტებით, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-2) სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის  97-ე კილომეტრზე, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დააზიანა მდ. ყოროლისწყალზე არსებული დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელის საყრდენი შუა ბურჯი და სპეციალისტების მიერ საჭიროა აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

Print