ახალი ამბები
ხობის საკრებულოს წევრის კომპანია გამარტივებულ შესყიდვებს იღებს - TI
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, ხობის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის დოდო გაბუნიას კომპანია "ფარმაცია" ადგილობრივ შესყიდვებშია ჩართული. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულმა კომპანიამ 2012 წლიდან დღემდე 82 გამარტივებული შესყიდვა მიიღო ფარმაცევტულ პროდუქტებზე, სამედიცინო მოწყობილობებსა და ჯანდაცვის სფეროს მომსახურებაზე, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 54 266 ლარი შეადგინა. 

82 გამარტივებული შესყიდვიდან 38 ხობის იურიდიულ პირებზე მოდის და მათი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 43 017 ლარს შეადგენს.

დოდო გაბუნია "ქართული ოცნებიდან" საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედაა. ის 2014 წლიდან ხობის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.
Print