ახალი ამბები
აბაშაში წვიმამ პრობლემები შექმნა
აბაშის სოფელ ონტოფოში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა. გარდა ამისა, დაიხოცა შინაური ფრინველი და განადგურდა მოსავლის ნაწილი.

ძლიერი წვიმის გამო მდინარე ნოღელა კალაპოტიდან გადმოვიდა, თუმცა ადგილობრივები წყალდიდობას სანიაღვრე არხების გაუმართაობასაც უკავშირებენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი სამსახურები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსახლეობას ზარალი დათვლის შემდეგ აუნაზღაურდება.
Print