ახალი ამბები
ახალი ათონის პარკის ტბაში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს
ახალ ათონში, ქალაქის პარკის ხელოვნურ ტბაში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. 1985 წელს დაბადებულ მურმანსკის მცხოვრებ დმიტრი კოვალიოვს 15 სეტმებრდან ეძებდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ცხედრის აღმოჩენის შესახებ შეტყობინება, მოსკოვის დროით, 08:30 საათზე მიიღო. წინასწარი ვერსიით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც, წყალში ჩავარდა და დაიხრჩო.



Print